,,ყველა რუსმა პილოტმა უნდა იცოდეს, როგორ ვუპასუხებთ თითოეულ რუს მკვლელს” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი მადლობას უხდის უკრაინელ სამხედროებს სამი რუსული ავიაგამანადგურებლის ჩამოგდებისთვის.

,,მადლობას ვუხდი ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებმაც სამი რუსული ავიაგამანადგურებელი ერთდროულად გაანადგურეს სამხრეთის მიმართულებით – ჩვენს ხერსონის რაიონში. ჩვენი საჰაერო ძალების და უშუალოდ ოდესის საზენიტო სარაკეტო ბრიგადის შედეგი. მადლობა ბიჭებო! ყველა რუსმა პილოტმა უნდა იცოდეს, როგორ ვუპასუხებთ თითოეულ რუს მკვლელს: არცერთი მათგანი დაუსჯელი არ დარჩება“, – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი ომის 667-ე დღის ბოლოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

ცნობისთვის, უკრაინამ 22 დეკემბერს სამი რუსული CУ-34 ჩამოაგდო.

მსგავსი თემები