ბოლნისში ქმარმა ცოლს შვილების თვალწინ თავი გადაპარსა, კადრები გადაიღო და თანასოფლელებს გაუგზავნა

ბოლნისში, ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე, ცოლს თავი გადაპარსა, ამის ამსახველი კადრები გადაიღო და ვიდეო თანასოფლელებს გაუგზავნა, რაც შემდგომ სოციალურ ქსელშიც გავრცელდა.

სავარაუდო მოძალადე უკვე დაკავებულია და მას ბრალის ოფიციალური დადგენილება უკვე გააცნეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო და დაკავებულს ოჯახში ჩადენილ ძალადობას ედავებიან.

აღიარებს თუ არა ბრალს 40 წლამდე კაცი, ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ, უახლოეს საათებში იმსჯელებს რაიონული სასამართლოს მოსამართლე მის აღკვეთის ღონისძიებაზე.

,,ბიჭი, როგორც ვიცი, უკვე დაკავებულია. გოგო კი დაახლოებით 19 წლის იქნება, სახლიდან გააგდეს. 2 შვილი ჰყავთ,” – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მსგავსი თემები