უკრაინამ იაპონიისგან 950 მილიონი დოლარი მიიღო

უკრაინამ იაპონიისგან, მსოფლიო ბანკის პროექტების ფარგლებში, 950 მილიონი დოლარი მიიღო.

უკრაინის ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, თანხები მიმართული იქნება უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტის გადაუდებელ და პრიორიტეტულ საჭიროებებზე გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად, რეაბილიტაციისა და სოციალური დახმარების სფეროში.

დაფინანსება მოიცავს იაპონიიდან 52,4 მლნ დოლარის ოდენობის გრანტს და იაპონიის მთავრობისგან სესხს 900 მილიონი დოლარის ოდენობით.

მსგავსი თემები