ჩემთვის ძალიან გაუგებარია, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები არ ხვდებიან პრეზიდენტს, როცა ჩადის ადგილზე – სალომე ზურაბიშვილი

დღეს მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი საერთაშორისო კონფერენციას მართავს. ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა.  საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა კამპანიაზე “ჩემი ხმა ევროპას”, რომლის ფარგლებში პეტიციისთვის ხელმოწერები გროვდება. ,,რაც უფრო ნათელი არის საზოგადოების მოთხოვნები და საზოგადოების გამოხატული მოთხოვნა, მით უფრო, პარტიები აეწყობიან ამ მოთხოვნებზე. ეს არის დემოკრატია რეალურად და არა პირიქით, რასაც სამწუხაროდ წლებმა და სხვადასხვა რეჟიმებმა მიგვაჩვია. მე ვწუხვარ ერთ რამეზე, რომ ამ უზარმაზარი, ეროვნული თანხმობის მიმართ, არის რაღაც გულგრილობა, მე ვიყავი სოფლებში, ჩემთვის ძალიან გაუგებარია, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები არ ხვდებიან პრეზიდენტს, როცა ჩადის ადგილზე, არ ხვდებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, როცა ისინიც ესწრებიან…

მეტი...

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უკანონო მოსმენის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ყოფილი მეუღლისთვის მოსასმენი აპარატურის დამონტაჟების და მიყურადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1979 წ-ს დაბადებულმა, ქ. თბილისში მცხოვრებმა ბრალდებულმა, ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ ბინაში – მისაღებსა და საძინებელში, ფარულად დაამონტაჟა მოსასმენი მოწყობილობები, რომლებშიც განათავსა სიმ ბარათები და მათზე სატელეფონო ზარის განხორციელების გზით,  თვეების განმავლობაში დაზარალებულების კერძო კომუნიკაციის უკანონო მიყურადებას ახორციელებდა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, საგამოძიებო მოქმედებები მისი კონფიდენციალურობის სრული დაცვით წარმართა. ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის იქნა დაკავებული. დანაშაული 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას…

მეტი...

პანდემიის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკა აღდგა ორნიშნა ზრდის ტემპით – პრემიერი

ზოგიერთი ჩვენი მიღწევის საილუსტრაციოდ, ნება მომეცით ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პანდემიის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკა აღდგა ორნიშნა ზრდის ტემპით; 10 პროცენტზე მეტი იყო ზრდა 2021 და 2022 წლებში. ჩემმა მთავრობამ ეს დადებითი ტენდენცია 2023 წელსაც შეინარჩუნა პირველ 9 თვეში 7 პროცენტიანი საშუალო ეკონომიკური ზრდის  ტემპით, ხოლო ინფლაციის მაჩვენებელი 1 პროცენტზე დაბლა მოაქცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის რიგით 22-ე მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, მთლიანობაში, ეროვნული ეკონომიკა 2012 წლიდან სამჯერ გაიზარდა. „2012 წელს ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 27 000 000 000…

მეტი...

ისრაელსა და “ჰამასს” შორის ზავი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდა

ისრაელის სამხედროების განცხადებით, “ჰამასთან” ზავი გაგრძელდება “შუამავლების ძალისხმევის გათვალისწინებით, გააგრძელონ მძევლების გათავისუფლების პროცესი”. მათივე ცნობით, ეს დაექვემდებარება ხელშეკრულების პირობებს. კატარმა ხუთშაბათს დაადასტურა, რომ ზავი კიდევ ერთ დღეს გაგრძელდება. ,,და ისრაელის მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას ღაზას სექტორში ჰუმანიტარული პაუზის გახანგრძლივებაზე არსებული პირობებით, რაც არის ყველა სამხედრო მოქმედების შეწყვეტა და ჰუმანიტარული დახმარების შემოსვლა ღაზაში”, – ნათქვამია კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში

მეტი...

სროლა იერუსალიმში – მოკლულია ერთი, დაჭრილია რვა

იერუსალიმში სროლის შედეგად ერთი ადამიანია მოკლული, რვა კი დაჭრილი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. სროლა იერუსალიმის შესასვლელში მოხდა. მოკლულია 24 წლის ქალი. ხუთი დაშავებულის მდგომარეობა სერიოზულია. ხელისუფლების ინფორმაციით, „ნეიტრალიზებულია“ ორი შეიარაღებული პირი.

მეტი...

ილია დარჩიაშვილი ეუთო-ს მინისტერიალში მონაწილეობს

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგებთან ერთად მონაწილეობა მიიღო არაფორმალური ხასიათის შეხვედრაში, სადაც განხილვის თემა რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე ეუთო-ს ეფექტიანი ფუნქციონირების საკითხი იყო. ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით გამოვა მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე, ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპელ კოლეგებთან და ეუთო-ს წარმომადგენლებთან.

მეტი...

,,ვერ გაძელით ერთმანეთის გარეშე დედა-შვილმა”- გარდაიცვალა ქართველი ემიგრანტი

შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ირკვევა, გარდაიცვალა ქართველი ემიგრანტი თინიკო მელქაძე. „ნათელში იყოს თქვენი სულები. ვერ გაძელით ერთმანეთის გარეშე დედა-შვილმა. რა მწარე დასასრულია, რამდენი დარდი გაიყოლე თინი, ღმერთო! მენანები მიწისთვის! ლაშაა ჩაეხუტე დედას ეხლა”, _ წერს შოთო სიხარულიძე.

მეტი...

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი კონეკტიკუტის შტატში, საკუთარ სახლში 100 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1960-იანი წლების ბოლოდან კისინჯერი იყო აშშ-ის პრეზიდენტების, რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ ფორდის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ხოლო 1973-1977 წლებში სახელმწიფო მდივანი. კისინჯერის ძალისხმევამ გამოიწვია აშშ-სა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. 1973 წელს ჰენრი კისინჯერს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა ვიეტნამში ომის დასრულებაში შეტანილი წვლილისთვის.

მეტი...

მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 30 ნოემბერს და 1-3 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს ავრცელებს. 30 ნოემბრიდან საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება. 1-3 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +23 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +15, +20 გრადუსამდე დათბება. 30 ნოემბერს, სითბოს ფონზე, დასავლეთ საქართველოში ნალექიანი ამინდი იქნება. 1-3 დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თბილისში უნალექო ამინდი იქნება, 1-3 დეკემბერს ჰაერი +17, +19 გრადუსამდე გათბება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 30 ნოემბერს გაწვიმება, ხოლო 1-3 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +21, +23 გრადუსამდე მოიმატებს. დასავლეთ საქართველოს…

მეტი...

რუსეთში კაცს, რომელმაც თოვლში „არა ომს“ დაწერა, 10 დღიანი პატიმრობა მიესაჯა

რუსეთის სასამართლომ მამაკაცს 10 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა  მას შემდეგ, რაც მან მოსკოვის გორკის პარკში ყინულის მოედნის შესასვლელში თოვლით დაფარულ ტურნიკზე თითით დაწერა “არა ომს”. სასამართლოს დოკუმენტების მიხედვით, დიმიტრი ფიოდოროვი 23 ნოემბერს დააკავეს. პოლიციამ გადაწყვიტა, რომ მისი ქმედებები შესაძლოა სამოქალაქო სამართალდარღვევა იყოს. კანონის მიხედვით, რომელიც მიზნად ისახავს ყველას, ვინც ჩათვლის, რომ საჯაროდ იმოქმედოს რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ, მიესაჯოს ჯარიმა.

მეტი...

,,მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ზრუნავს ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე!”- ზელენსკი

“მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ზრუნავს ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე!”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცადა. ,,დღევანდელი დღე მთლიანად ეძღვნება ჩვენს სამხრეთ რეგიონებს. ჯერ ოდესა და რეგიონი, შემდეგ მიკოლაივი, შემდეგ კი ხერსონი. ბევრი საკითხი დაისვა, თითქმის ყველა მათგანი ეხებოდა უსაფრთხოებას, ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის დაცვას. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ზრუნავს ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენს ხალხზე! მადლობთ, ოდესა, მიკოლაევი, ხერსონი. მადლობა ამ დღისთვის. დიდება ჩვენს ძლიერ ხალხს! დიდება უკრაინას!”,- განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

პოლიციამ კახეთში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტები გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ხ. დააკავეს. დანაშაულები 16 – დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში, ყოფილ მეუღლეს – 1988 წელს დაბადებულ ნ.დ.-ს და 1987 წელს დაბადებულ ი.ჯ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ი.ჯ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ნ.დ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი…

მეტი...

„პეპლების აფეთქება“ პეპლების სამშობლოში

ქალაქი ჯინპინგი, ეს არის ავტონომიური ოლქი სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის იუნანის პროვინციაში. ეს არის ადგილი, სადაც საოცარ სანახაოებებს ნახავთ მათ შორის კი ერთერთია პეპლების აფეთქება, რომელიც მაისსა და ივნისში ხდება. ეს ხეობა ასევე ცნობილია როგორც პეპლების ხეობა.  ის  ჩინეთის ენტომოლოგიურმა საზოგადოებამ “პეპლების სამშობლოდ” აღიარა. ეს ადგილი მსოფლიო დონის ეკოლოგიურ ტურისტულ ატრაქციონად არის ცნობილი. ზაფხულში მაანდის დაბა პეპლების ზღვაა. ყოველ მაისსა და ივნისში, ასობით მილიონი პეპელა გამოდის პეპლების ხეობაში და ქნიან “პეპლების აფეთქების” სანახაობას. მსოფლიოში დაახლოებით 20 000 სახეობის პეპელაა დაფიქსირებული და ჩინეთში დაახლოებით 2 100 სახეობაა.  ქალაქი მაანდი, სადაც პეპლების 320 სახეობაა…

მეტი...

„ჰამასმა“ 10 ისრაელელი და ოთხი ტაილანდელი მძევალი გაათავისუფლა

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავის თანახმად, „ჰამასმა“ 10 ისრაელელი და ოთხი ტაილანდელი მძევალი გაათავისუფლა. მედიის ცნობით, მძევლებმა ღაზის სექტორი უკვე დატოვეს და ეგვიპტეში არიან, საიდანაც ისრაელში გადავლენ. „ღაზადან ათი მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ, დღეს 30 პალესტინელი გათავისუფლდება. გარდა ამისა, შეთანხმების ფარგლებში, წითელ ჯვარს რუსეთის ორი და ტაილანდის ოთხი მოქალაქე გადაეცა“, – წერს კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მაჯედ ალ-ანსარი სოციალურ ქსელში.

მეტი...

თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებას მომდევნო კვირებში აპირებს

,,თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებას მომდევნო კვირებში აპირებს”. ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა ჟურნალისტებს განუცხადა. თვეების განმავლობაში, თურქეთი და უნგრეთი შვედეთის NATO-ში წევრობის რატიფიკაციას უკვე თვეებია, აჭიანურებენ. მისი თქმით, თურქეთის მხრიდან შვედეთის გაწევრიანების რატიფიკაციას უახლოეს რამდენიმე კვირაში ელოდება. მისი განცხადებით, სტამბოლს ახალი პირობები არ წამოუყენებია და შეთანხმების ის ნაწილი, რაც შვედეთს ეხებოდა, შესრულებულია.

მეტი...

ქალზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა კაბუმ საპატიმრო დატოვა

ქალზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა კაბუმ საპატიმრო დატოვა. ქართველ მსახიობსა და რეპერს სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურა ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. შეგახსენებთ, რომ კაბუ 26 ნოემბერს დააკავეს. ბრალდება მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა.

მეტი...

,,ახლა იქ ცოტა სახიფათოა” – ილონ მასკმა ღაზის სექტორში მიწვევაზე უარი განაცხადა

ილონ მასკმა ღაზის სექტორში მიწვევაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. „ახლა იქ ცოტა სახიფათოა, მაგრამ მე მჯერა, რომ გრძელვადიანი აყვავებული ღაზა კარგია ყველა მხარისთვის“, – დაწერა მასკმა სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე. მოწვევა, მილიარდერს, ჰამასის მაღალჩინოსანმა ოსამა ჰამდანმა სამშაბათს გაუგზავნა. „ჩვენ ვიწვევთ მას ეწვიოს ღაზას, რათა ნახოს ღაზის ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, ობიექტურობისა და სანდოობის სტანდარტების შესაბამისად. 50 დღის განმავლობაში ისრაელმა 40 000 ტონაზე მეტი ასაფეთქებელი ნივთიერება ჩამოაგდო ღაზის დაუცველი მოსახლეობის სახლებზე“, – თქვა ჰამდანმა ბეირუთში გამართულ პრესკონფერენციაზე. ცნობისთვის, ორი დღის წინ ილონ მასკი ისრაელში იმყოფებოდა და ბენიამინ…

მეტი...

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ,,გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით”, – წერს დეპარტამენტი.

მეტი...

ვიდეორეპორტაჟი „აღმოსავლური ვენეციიდან”

განათებული, ხალხმრავალი, სანახაობებით დატვირთული, გამწვანებული, მუსიკალური ქალაქი – ეს ლიჯიანგის ძველი ქალაქია, რომელიც ჩინეთის პროვინციის – იუნანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ვიდეორეპორტაჟი ყველა იმ საინტერესო და მიმზიდველ ადგილს ასახავს, რითაც ძველი ქალაქი ტურისტებს იზიდავს.   ეკა გულუა ჩინეთიდან  

მეტი...

სანქცირებული ოლიგარქი იგორ კოლომოისკი სტრასბურგში ჩივილს აპირებს

უკრაინელი ოლიგარქი, სანქცირებული იგორ კოლომოისკი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ჩივილს აპირებს. ბიზნესმენი სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის თანახმადაც, მას პატიმრობის ვადა 2 თვით გაუხანგრძლივდა. ,,გადავწყვიტეთ, მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნული სასამართლოები აგრძელებენ იგორ ვალერიევიჩის პატიმრობას ყოველგვარი გამართლებული სამართლებრივი მიზნის გარეშე, ადამიანის უფლებათა კონვენციის მოთხოვნების სრული დარღვევით. ასევე გვჯერა, რომ “ფანტასტიკური” სისხლის სამართლის პროცესი ფარული პოლიტიკური მოტივებით არის განპირობებული. პირველი ფარული მოტივი აიხსნება საზოგადოების წინაშე “დეოლიგარქიზაციის” ხელსაყრელი და დაპირებული სურათის შექმნით. მეორე ფარული მოტივი არის, რომ იგორ კოლომოისკის წაერთვას ნაციონალიზებული ქონების დაბრუნების იურიდიულ სტრატეგიაზე მუშაობის შესაძლებლობა”, –…

მეტი...

აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 34 კმ-ში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 4,7 მაგნიტუდა იყო.

მეტი...

,,ქართულმა ოცნებამ” პარლამენტის წევრებისთვის ხელფასების ზრდას მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა

,,ქართულმა ოცნებამ” პარლამენტის წევრებისთვის ხელფასების ზრდას მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა. რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, 2025 წლის პირველი იანვრიდან, მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრებსა და თანამდებობის პირებს ხელფასები გაეზრდებათ. ცვლილებებს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 0 იყო. კანონპროექტის ინიციატორი შალვა პაპუაშვილია, რომელმაც მანამდე განმარტა, რომ ეს არა ხელფასების ზრდა, არამედ თანხის შესაბამისობაში მოყვანა იმ კოეფიციენტებთან, რომლებიც 2017 წელს დადგინდა. დოკუმენტი ითვალისწინებს: პარლამენტის თავმჯდომარეს – 10 000 ლარი [არსებული ხელფასი: 6 740 ლარი]; პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს – 9 500 ლარი [არსებული ხელფასი: 6 400 ლარი]; პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს – 9 250 ლარი…

მეტი...

„აღმოსავლური ვენეცია“ ჩინეთში – ლიჯიანგის ძველი ქალაქი

ქალაქი ლიჯიანგი ჩინეთის პროვინციის – იუნანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. აქ  ცხოვრობს ნაქსი და რამდენიმე სხვა ეთნიკური უმცირესობა. ლიჯიანგი ცნობილია იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლით – ძველი ქალაქი ლიჯიანგით, რომელიც შეიცავს სხვადასხვა ისტორიული არქიტექტურის სტილის ნარევს. ეს არის ერთადერთი ძველი ქალაქი ჩინეთის ყველა ცნობილ ისტორიულ და კულტურულ ქალაქს შორის, ქალაქის კედლის გარეშე. მას 800 წლიანი ისტორია გააჩნია. ძველ ქალაქს უამრავი არხი კვეთს. შესაბამისად, აქ არის უამრავი პატარა ხიდი. ის მდებარეობს  2400 მეტრის სიმაღლეზე და მას ისტორიულ და კულტურულ ქალაქს და “აღმოსავლური ვენეციას” უწოდებენ. ყველა ნაკადული, რომელიც ხიდის ქვეშ მიედინება, ანკარაა და სავსეა ოქროს…

მეტი...

,,რუსეთის დაუსჯელობა და წარმატება აუცილებლად წაახალისებს ახალ აგრესორებს”- ენტონი ბლინკენი

,,რუსეთის დაუსჯელობა და წარმატება აუცილებლად წაახალისებს ახალ აგრესორებს და ეს შეიძლება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოხდეს”,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. მისი თქმით, მოკავშირეებში არ არსებობს კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, უნდა გაგრძელდეს თუ არა უკრაინის მხარდაჭერა. „უნდა გითხრათ: როცა მაგიდის ირგვლივ ყველა ჩვენს კოლეგას ვუსმენდი, ყველა ლაპარაკობდა უკრაინის ძლიერი და გრძელვადიანი მხარდაჭერის საჭიროებაზე. ზოგიერთმა დასვა კითხვა, უნდა გააგრძელონ თუ არა შეერთებულმა შტატებმა და ნატოს სხვა მოკავშირეებმა უკრაინის მხარდაჭერა… პასუხი დღეს ნატოში არის ძალიან მკაფიო და ურყევი: ჩვენ უნდა და დავუჭიროთ მხარი უკრაინას. იმის უზრუნველყოფა, რომ რუსეთის აგრესიული ომი…

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს 20 ადამიანი დაემატება

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს 20 ადამიანი დაემატება. როგორც  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს შედგა პოლიტსაბჭოს სხდომა და მიიღეს გადაწყვეტილება საბჭოს გაფართოების შესახებ. „გამარჯვების კოალიციის „ნაციონალურმა მოძრაობის“ ლიდერის ინიციატივის შესაბამისად, ვგულისხმობ პრეზიდენტ სააკაშვილის ერთობის მანიფესტს, რომელმაც თქვა, რომ ის ჩაერთვება პოლიტსაბჭოს ფორმირებაში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს უპასუხა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, რომელიც ეხებოდა პოლიტიკური საბჭოს გაფართოებას. ცხადია, მანიფესტის შესაბამისად, ვგულისხმობ, რომ ვისთვისაც მნიშვნელოვანია ივანიშვილის დამარცხება, პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება და ის, რომ სამშვიდობის გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა, მივიღოთ ევროკავშირის წევრობის სტატუსი, ამ იდეალებზე, 2003 წლის ვარდების რევოლუციის იდეალებს ვინც იზიარებს იმ…

მეტი...

,,წარსულში ყოფილ მეუღლეზე ძალადობის მუხლით იყო დაკავებული”- საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში –  კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ამჟამინდელი ქმარი კი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლა. 40 წლამდე კაცი ადგილზე გარდაიცვალა. დაჭრილი ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას ოპერაცია ჩაუტარდა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. ოჯახის წევრების განცხადებით, ქალი ქმარს დაახლოებით 6 თვის წინ დაშორდა და ჯაფაროვთან გადავიდა საცხოვრებლად.  მათ ყოფილი ქმარი მათ ხშირად ემუქრებოდა . “სულ ემუქრებოდა, რომ მოვკლავო”.. – ამბობს ადგილობრივი. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა და მისი ქმარი მოკლა, წარსულში ყოფილ მეუღლეზე ძალადობის მუხლით იყო დაკავებული, მას წინასწარი პატიმრობაც ჰქონდა შეფარდებული, თუმცა, საპატიმრო დაწესებულება…

მეტი...

რუსეთის საზღვარზე ჯარების შესაძლო გაგზავნის პოლონეთის გეგმა დაძაბულობას გამოიწვევს – პესკოვი

კრემლის განცადებით, ფინეთ-რუსეთის საზღვარზე პოლონური ჯარის განთავსება დაძაბულობას გამოიწვევს. პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელის იაცეკ სიევიერის განცადებით,  “მოკავშირეთა მხარდაჭერის ოფიციალური მოთხოვნის საპასუხოდ ჰიბრიდული თავდასხმის ფონზე” ფინეთში სამხედრო მრჩეველთა გუნდს გაგზავნის. ,,ეს არის აბსოლუტურად ზედმეტი ღონისძიება საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რადგან იქ არანაირი საფრთხე არ არსებობს. ფინელებმა ნათლად უნდა იცოდნენ, რომ საზღვრებზე სამხედრო ნაწილების კონცენტრაციის გაზრდა ჩვენთვის საფრთხეს შექმნის”, – განაცხადა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

მეტი...

ოზურგეთში, ვეტერანებისთვის, უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩატარდება

მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, ჩაატარებს უფასო ოფთალმოლოგიურ გამოკვლევებს და საჭიროების შემთხვევაში, მინი-ოპერაციებს. საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას მიიღებს კვალიფიციურ მედიკოსთა 10 კაციანი ჯგუფი (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექონოლოგიური აპარატურით. ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან. მისამართი: ოზურგეთი; ჩოხატაურის ქუჩა N 20. შპს. ‘’სააქიმო სამედიცინო ცენტრი’’; ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და…

მეტი...

ჩაფიძის გულის ცენტრი ვეტერანებისთვის 149 -ე საქველმოქმედო აქციას ჩაატარებს

მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, , ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 149-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარებენ. აქცია მოიცავს კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ). ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან; მისამართი: ქ.თბილისი; ნ.ჯავახიშვილის ქ. N 1; აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი; ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის…

მეტი...

კრემლს სურს ქვეყანაში შესვლისას უცხოელებმა “ლოიალურობის შეთანხმებას” მოაწერონ ხელი

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ  კანონპროექტი მოამზადა, რომელიც უცხოელებს აიძულებს ხელი მოაწერონ “ლოიალურობის შეთანხმებას”, რომელიც კრძალავს ოფიციალური პოლიტიკის კრიტიკას, საბჭოთა სამხედრო ისტორიის დისკრედიტაციას ან “ტრადიციული” ოჯახური ღირებულებების დარღვევას. უცხოელებს ეკრძალებათ კანონების მიღების ან გაუქმების წახალისება, ბუნებრივი რესურსებისადმი დაუდევრად მოპყრობა, კულტურული ფასეულობების უგულებელყოფა. კანონის მიღების შემთხვევაში, უცხოელებს მოეთხოვებათ, არ გამოიჩინონ “უპატივცემულობა რუსეთის მოსახლეობის რეგიონული და ეთნოკულტურული ცხოვრების მრავალფეროვნების, ტრადიციული რუსული სულიერი და მორალური ღირებულებების მიმართ”. უცნობია, გავრცელდება თუ არა უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქეზე, ან რა სასჯელი იქნება გათვალისწინებული მისი დარღვევისთვის.

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ვეტ-კლინიკებთან და ორგანიზაცია მეიჰიუ Georgia-სთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ვეტ-კლინიკებთან და ორგანიზაცია მეიჰიუ Georgia-სთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ,,თანამშრომლობა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების გარდა, კომპლექსურ ქმედით და საინფორმაციო ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს და რაც მთავარია, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მიუსაფარი ცხოველების ცხოვრების ხარისხს. ვეტერინარულ კლინიკებთან ურთიერთანამშრომლობა ითვალისწინებს: სტერილიზაცია/კასტრაციის ოპერაციების ერთობლივად ჩატარებას და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას; საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებლობის ფარგლებში ტრავმირებულ ცხოველებთან დაკავშირებით დახმარებას, მათთვის პირველადი, გადაუდებელი მომსახურების გაწევას; ტრავმირებული ცხოველებისათვის ექოსკოპიისა და რენტგენოგრაფიული კვლევის ჩატარებას; ასევე, თერაპიული მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას. ხოლო მეიჰიუ Georgia -სთან ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, ორგანიზაცია მიუსაფარი ძაღლების უფასო სტერილიზაცია/კასტრაციას განახორციელებს. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის მეიჰიუ ჯორჯიას და…

მეტი...

სემეკმა მოქალაქეებს უსაფუძვლოდ დარიცხული 600 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2023 წლის იანვრიდან დღემდე მოქალაქეებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები ჩამოაწერა, ჯამში 621 972 ლარის ოდენობით. მიმდინარე წლის განმავლობაში, კომუნალური კომპანიების წინააღმდეგ სემეკს მიმართა 1904 მოქალაქემ, რომელთა საჩივრებიც შეეხებოდა უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, გამანაწილებელ ქსელებზე მიერთების პროცედურებსა და ვადებს. კომისიის გადაწყვეტილებებით, დაკმაყოფილდა მოქალაქეთა მოთხოვნები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. სემეკი შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს, თუ ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას კომუნალური მომსახურების კომპანიების მხრიდან, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. კონსულტაციების მიღება…

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარი ცხოველების მასობრივ ანტირაბიულ ვაქცინაციას ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარი ცხოველების მასობრივ ანტირაბიულ ვაქცინაციას ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ამჯერად ვარკეთილის, ვაზისუბნისა და აფრიკის მიუსაფარ ცხოველებს ჩაუტარა. ,,ანტირაბიული ვაქცინაცია ცხოველს წელიწადში ერთხელ უტარდება, ამიტომ რევაქცინაცია წინა აცრის თარიღის გათვალისწინებით ხდება. ქუჩის ბინადარი ცხოველების ვაქცინაციას სააგენტო მიმკედლებლებთან კოორდინაციით ახორციელებს, ხოლო პატრონიანი ცხოველების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მეპატრონე ვალდებულია, თავად უზრუნველყოს ცხოველისთვის ყოველწლიური აცრის ჩატარება. სააგენტო მადლობას უხდის ქუჩის ბინადარი ცხოველების მიმკედლებლებს, რომლებიც აცრების დაგეგმვასა და განხორციელებაში სააგენტოსთან ინტენსიურად თანამშრომლობენ. ასევე, სააგენტო მეპატრონეებს საკუთარი ცხოველების ანტირაბიული ვაქცინაციის ჩატარებისკენ მოუწოდებს. ეს…

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა  12-15 მეტრის ხიდან კატა ამწე-კალათის დახმარებით უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ილორის ქუჩაზე 12-15 მეტრის ხიდან კატა ამწე-კალათის დახმარებით უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს და მასზე მზრუნველ ადამიანთან დააბრუნეს. სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს, რომელთა მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარებიან.  

მეტი...

უკრაინაში მიმდინარე ომი საზოგადოების თვალთახედვიდან ქრება და ეს საბედისწერო რამ არის – ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომი საზოგადოების თვალთახედვიდან ქრება და ეს საბედისწერო რამ არის. „ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი საზოგადოების თვალთახედვიდან ქრება და ეს საბედისწერო რამ არის. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რათა უკრაინას ჰქონდეს დამცავი ფარი, რომელიც დაიცავს ქვეყნის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ზამთრის პერიოდში, ვინაიდან რუსეთის სამიზნეს კვლავ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა წარმოადგენს“, – განაცხადა  ანალენა ბერბოკმა.

მეტი...

რუსი გენერალი უკრაინაში, სავარაუდოდ, ნაღმზე აფეთქდა

უკრაინაში მებრძოლი რუსი გენერალი, სავარაუდოდ, ნაღმზე აფეთქდა. გენერალი ვლადიმერ ზავადსკი ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე მდებარე კრინოკის ოლქში დაიღუპა. გენერლის სიკვდილის სხვა ვერსიებიც არსებობს.  მეორე ვერსიით, 28 ნოემბერს ზავადსკი ლიკვიდირებული იქნა ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე მდებარე კრინოკის რაიონში. სავარაუდოდ, მას ცეცხლი გაუხსნეს უკრაინული BTR-82A-დან. არსებობს ალბათობა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა შური იძიეს უმაღლეს სარდლობაზე იმის გამო, ისინი წინასწარ განწირულ შეტევაზე გაუშვეს და მიატოვეს.

მეტი...