„პეპლების აფეთქება“ პეპლების სამშობლოში

ქალაქი ჯინპინგი, ეს არის ავტონომიური ოლქი სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის იუნანის პროვინციაში. ეს არის ადგილი, სადაც საოცარ სანახაოებებს ნახავთ მათ შორის კი ერთერთია პეპლების აფეთქება, რომელიც მაისსა და ივნისში ხდება.

ეს ხეობა ასევე ცნობილია როგორც პეპლების ხეობა.  ის  ჩინეთის ენტომოლოგიურმა საზოგადოებამ “პეპლების სამშობლოდ” აღიარა. ეს ადგილი მსოფლიო დონის ეკოლოგიურ ტურისტულ ატრაქციონად არის ცნობილი.

ზაფხულში მაანდის დაბა პეპლების ზღვაა. ყოველ მაისსა და ივნისში, ასობით მილიონი პეპელა გამოდის პეპლების ხეობაში და ქნიან “პეპლების აფეთქების” სანახაობას.

მსოფლიოში დაახლოებით 20 000 სახეობის პეპელაა დაფიქსირებული და ჩინეთში დაახლოებით 2 100 სახეობაა.  ქალაქი მაანდი, სადაც პეპლების 320 სახეობაა გამოვლენილი, არის ერთ-ერთი რეგიონი მსოფლიოში, სადაც ყველაზე მდიდარი პეპლების რესურსები და ყველაზე მეტი პეპლების პოპულაციაა.

როგორც აქ ამბობენ, ხეობის მყარმა ეკოლოგიურმა გარემომ შექმნა ხელსაყრელი პირობები პეპლების სხვადასხვა სახეობის გამრავლებისთვის. მაანდის დაბა მდებარეობს მთიან მხარეში, ტყით დაფარვის მაჩვენებელი 70 პროცენტია, თბილი და ნოტიო კლიმატია, რაც შესაბამის პირობებს ქმნის პეპლებისთვის. ძირითად უმრავლესობას კი ჯუნგლების დედოფლის პეპლები შეადგენენ.

ბოლო წლების განმავლობაში, Jinping Miao-მ, Yao-მ და Dai-მ ავტონომიურმა საგრაფოებმა შემოიღეს პეპლების დაცვის რეგულაციები, დააარსეს პეპლების ხეობის სპეციალიზებული მართვის სააგენტო და გააძლიერეს საზოგადოებრივი განათლება ეკოლოგიურ დაცვაზე, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოფილიყო პეპლებისთვის საცხოვრებელი გარემო და სივრცე.

ეკა გულუა, ჯინპიგიდან

 

ჯინპინგი – ვიეტნამიდან 18 კილომეტრში და მოსწავლეების ულამაზესი წარმოდგენა (რეპორტაჟი ჩინეთიდან)

მსგავსი თემები