აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი კონეკტიკუტის შტატში, საკუთარ სახლში 100 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1960-იანი წლების ბოლოდან კისინჯერი იყო აშშ-ის პრეზიდენტების, რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ ფორდის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ხოლო 1973-1977 წლებში სახელმწიფო მდივანი.

კისინჯერის ძალისხმევამ გამოიწვია აშშ-სა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა.

1973 წელს ჰენრი კისინჯერს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა ვიეტნამში ომის დასრულებაში შეტანილი წვლილისთვის.

მსგავსი თემები