,,წარსულში ყოფილ მეუღლეზე ძალადობის მუხლით იყო დაკავებული”- საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში –  კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ამჟამინდელი ქმარი კი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლა. 40 წლამდე კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

დაჭრილი ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას ოპერაცია ჩაუტარდა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

ოჯახის წევრების განცხადებით, ქალი ქმარს დაახლოებით 6 თვის წინ დაშორდა და ჯაფაროვთან გადავიდა საცხოვრებლად.  მათ ყოფილი ქმარი მათ ხშირად ემუქრებოდა .

“სულ ემუქრებოდა, რომ მოვკლავო”.. – ამბობს ადგილობრივი.

გავრცელებული ინფორმაციით, კაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა და მისი ქმარი მოკლა, წარსულში ყოფილ მეუღლეზე ძალადობის მუხლით იყო დაკავებული, მას წინასწარი პატიმრობაც ჰქონდა შეფარდებული, თუმცა, საპატიმრო დაწესებულება ორი თვის წინ დატოვა.

მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა ამბობს, რომ კაცს ყოფილ ცოლსა და მის მეუღლესთან, რომელიც, ასევე, მისი ბავშვობის მეგობარი იყო, კონფლიქტი ჰქონდა. მისი თქმით, მეგობრებს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც „ქალმა ქმრის მეგობართან მიმოწერა დაიწყო“.

 

მსგავსი თემები