სროლა იერუსალიმში – მოკლულია ერთი, დაჭრილია რვა

იერუსალიმში სროლის შედეგად ერთი ადამიანია მოკლული, რვა კი დაჭრილი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

სროლა იერუსალიმის შესასვლელში მოხდა. მოკლულია 24 წლის ქალი.

ხუთი დაშავებულის მდგომარეობა სერიოზულია.

ხელისუფლების ინფორმაციით, „ნეიტრალიზებულია“ ორი შეიარაღებული პირი.

მსგავსი თემები