თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებას მომდევნო კვირებში აპირებს

,,თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებას მომდევნო კვირებში აპირებს”. ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა ჟურნალისტებს განუცხადა.

თვეების განმავლობაში, თურქეთი და უნგრეთი შვედეთის NATO-ში წევრობის რატიფიკაციას უკვე თვეებია, აჭიანურებენ.

მისი თქმით, თურქეთის მხრიდან შვედეთის გაწევრიანების რატიფიკაციას უახლოეს რამდენიმე კვირაში ელოდება. მისი განცხადებით, სტამბოლს ახალი პირობები არ წამოუყენებია და შეთანხმების ის ნაწილი, რაც შვედეთს ეხებოდა, შესრულებულია.

მსგავსი თემები