რუსი გენერალი უკრაინაში, სავარაუდოდ, ნაღმზე აფეთქდა

უკრაინაში მებრძოლი რუსი გენერალი, სავარაუდოდ, ნაღმზე აფეთქდა. გენერალი ვლადიმერ ზავადსკი ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე მდებარე კრინოკის ოლქში დაიღუპა.

გენერლის სიკვდილის სხვა ვერსიებიც არსებობს.  მეორე ვერსიით, 28 ნოემბერს ზავადსკი ლიკვიდირებული იქნა ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე მდებარე კრინოკის რაიონში. სავარაუდოდ, მას ცეცხლი გაუხსნეს უკრაინული BTR-82A-დან.

არსებობს ალბათობა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა შური იძიეს უმაღლეს სარდლობაზე იმის გამო, ისინი წინასწარ განწირულ შეტევაზე გაუშვეს და მიატოვეს.

მსგავსი თემები