რუსეთის საზღვარზე ჯარების შესაძლო გაგზავნის პოლონეთის გეგმა დაძაბულობას გამოიწვევს – პესკოვი

კრემლის განცადებით, ფინეთ-რუსეთის საზღვარზე პოლონური ჯარის განთავსება დაძაბულობას გამოიწვევს.

პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელის იაცეკ სიევიერის განცადებით,  “მოკავშირეთა მხარდაჭერის ოფიციალური მოთხოვნის საპასუხოდ ჰიბრიდული თავდასხმის ფონზე” ფინეთში სამხედრო მრჩეველთა გუნდს გაგზავნის.

,,ეს არის აბსოლუტურად ზედმეტი ღონისძიება საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რადგან იქ არანაირი საფრთხე არ არსებობს. ფინელებმა ნათლად უნდა იცოდნენ, რომ საზღვრებზე სამხედრო ნაწილების კონცენტრაციის გაზრდა ჩვენთვის საფრთხეს შექმნის”, – განაცხადა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

მსგავსი თემები