უკრაინაში მიმდინარე ომი საზოგადოების თვალთახედვიდან ქრება და ეს საბედისწერო რამ არის – ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომი საზოგადოების თვალთახედვიდან ქრება და ეს საბედისწერო რამ არის.

„ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი საზოგადოების თვალთახედვიდან ქრება და ეს საბედისწერო რამ არის. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რათა უკრაინას ჰქონდეს დამცავი ფარი, რომელიც დაიცავს ქვეყნის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ზამთრის პერიოდში, ვინაიდან რუსეთის სამიზნეს კვლავ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა წარმოადგენს“, – განაცხადა  ანალენა ბერბოკმა.

მსგავსი თემები