„აღმოსავლური ვენეცია“ ჩინეთში – ლიჯიანგის ძველი ქალაქი

ქალაქი ლიჯიანგი ჩინეთის პროვინციის – იუნანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. აქ  ცხოვრობს ნაქსი და რამდენიმე სხვა ეთნიკური უმცირესობა. ლიჯიანგი ცნობილია იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლით – ძველი ქალაქი ლიჯიანგით, რომელიც შეიცავს სხვადასხვა ისტორიული არქიტექტურის სტილის ნარევს.

ეს არის ერთადერთი ძველი ქალაქი ჩინეთის ყველა ცნობილ ისტორიულ და კულტურულ ქალაქს შორის, ქალაქის კედლის გარეშე. მას 800 წლიანი ისტორია გააჩნია.

ძველ ქალაქს უამრავი არხი კვეთს. შესაბამისად, აქ არის უამრავი პატარა ხიდი. ის მდებარეობს  2400 მეტრის სიმაღლეზე და მას ისტორიულ და კულტურულ ქალაქს და “აღმოსავლური ვენეციას” უწოდებენ.

ყველა ნაკადული, რომელიც ხიდის ქვეშ მიედინება, ანკარაა და სავსეა ოქროს თევზით. აქ წყლები  წყლები მთელ ქალაქში გადის, მთავარი მდინარე კი რამდენიმე შენაკადად იყოფა რაც ძველი ქალაქის მთავარი და ლამაზი სანახაობაა.

ქალაქში არის ცნობილი ჭა, სახელწოდებით „სამი თვალის ჭა“, რაც ნიშნავს, რომ სასმელად გამოიყენება პირველი თვალის ჭაბურღილი; მეორე არის ბოსტნეულის რეცხვისთვის, მესამე კი მხოლოდ ტანსაცმლის რეცხვისთვის.

ლიჯიანგის ძველი ქალაქის მთავარი ქუჩები გამოყოფილია რამდენიმე პატარა გზად და ხეივნად.  რამდენიმე პატარა და „მოღუნული ხეივანი“ ერთმანეთზეა გადახლართული როგორც ლაბირინთი.

ძველი ქალაქის ცენტრში, „სი ფონ ჯიეს“ მოედანზე,  ნაქსის მოხუცები ისვენებენ.

დაბნელებისას კი ძველი ქალაქი რადიკალურად განსხვავებულია. მთელი ტერიტორია განათებულია  ფარნებით და ისმის ცოცხალი სიმღერები და მუსიკა. ახალგაზრდა მომრერლები გამოფენილები არიან ხის. ძველებური სტილის 2 სართულიან ლამაზ სახლებში, ვერანდაზე და ისმის ცოცხალი მუსიკა, რომელსაც ქვევიდან უამრავი მსმენელი ჰყავს.   ქუჩები კი მორთულია ფერად-ფერადი ქოლგებითა და ჭრელა-ჭრულა ფიგურებით, რაც ულამაზესი სანახავია.

ძველ ქალაქში 6200-ზე მეტი კომლი და 25000 ადამიანი ცხოვრობს. მათ შორის ნაქსის ეთნიკური ჯგუფი შეადგენს მთლიანი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას. მოსახლეობის 30 პროცენტი  ეწევა ტრადიციულ ხელოსნობას და კომერციულ საქმიანობას.

უძველეს ქალაქ ლიჯიანგში მდინარე იუ სისტემაზე 354 ხიდია. დაშის ხიდი ყველაზე გამორჩეულია, რომელიც სიფანგის ქუჩის აღმოსავლეთით 100 მეტრში მდებარეობს.

ეკა გულუა

რეპორტაჟი ლიჯიანგის ძველი ქალაქიდან

45 ჯიშის 6 მილიონი ვარდი განძის მიწაზე – რეპორტაჟი ლიჯიანგის პროვინციიდან

მსგავსი თემები