სტუდენტები თბილისში, დღეს, აქცია-მსვლელობას აანონსებენ

სტუდენტური პროტესტის კვირეულის ფარგლებში, პირველი მსვლელობა დღეს, 20 მაისს, 18:00 საათზე გაიმართება. ცნობილია შეკრების ადგილი, რომელიც აქამდე მოხსენიებული იყო როგორც ,,პრივატ დრაივის 7″. სტუდენტები სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოსა და წერეთლის მეტრო-სადგურზე (9 3/4) შეიკრიბებიან.

,,ფინალური ლოკაცია ცნობილი გახდება მსვლელობისას, თუმცა მინიშნებად გიტოვებთ შვიდს (7). Piertotum Locomotor! საქართველო საფრთხეშია, სტუდენტებო, აღვასრულოთ ჩვენი ვალი ჩვენი ქვეყნის წინაშე”, – წერია ორგანიზატორთა მიერ გამოქვეყნებულ ანონსში.

მსვლელობების ორგანიზატორები არიან: თსუ-ს სტუდენტები, სტუდენტები ევროპული მომავლისთვის, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა, ჯიპას სტუდენტური მოძრაობა, BTU აქტივობები და აქტივისტი მედიკოსები დაშავებული აქტივისტებისთვის.

სტუდენტური პროტესტის კვირეული 20-დან 26 მაისის ჩათვლითაა გამოცხადებული. ჯერჯერობით მომდევნო დღეების შეკრების ადგილები უცნობია, თუმცა ცნობილია შეკრების დრო და პირობითი მისამართები:

21 მაისი, 18:00 საათი: გოდრიკის ხევი
22 მააისი: ჰოგსმიდი
23 მაისი, 18:00 საათი: საიდუმლო ოთახი
24 მაისი, 18:00 საათი: აზკაბანის ციხე-სიმაგრე
25 მაისი: ჰედვიგი
26 მაისი, 18:00 საათი: ჰოგვორტსი

,,ყოველი პროტესტის წინა დღეს გავასაჯაროებთ რეალურ ლოკაციებს. გპირდებით მასშტაბურ და თვისობრივად ახალ პროტესტს, დამატებით დეტალებს შეგნებულად არ ვასაჯაროებთ”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

მსგავსი თემები