ისრაელსა და “ჰამასს” შორის ზავი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდა

ისრაელის სამხედროების განცხადებით, “ჰამასთან” ზავი გაგრძელდება “შუამავლების ძალისხმევის გათვალისწინებით, გააგრძელონ მძევლების გათავისუფლების პროცესი”. მათივე ცნობით, ეს დაექვემდებარება ხელშეკრულების პირობებს.

კატარმა ხუთშაბათს დაადასტურა, რომ ზავი კიდევ ერთ დღეს გაგრძელდება.

,,და ისრაელის მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას ღაზას სექტორში ჰუმანიტარული პაუზის გახანგრძლივებაზე არსებული პირობებით, რაც არის ყველა სამხედრო მოქმედების შეწყვეტა და ჰუმანიტარული დახმარების შემოსვლა ღაზაში”, – ნათქვამია კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში

მსგავსი თემები