„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს 20 ადამიანი დაემატება

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს 20 ადამიანი დაემატება. როგორც  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს შედგა პოლიტსაბჭოს სხდომა და მიიღეს გადაწყვეტილება საბჭოს გაფართოების შესახებ.

„გამარჯვების კოალიციის „ნაციონალურმა მოძრაობის“ ლიდერის ინიციატივის შესაბამისად, ვგულისხმობ პრეზიდენტ სააკაშვილის ერთობის მანიფესტს, რომელმაც თქვა, რომ ის ჩაერთვება პოლიტსაბჭოს ფორმირებაში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს უპასუხა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, რომელიც ეხებოდა პოლიტიკური საბჭოს გაფართოებას. ცხადია, მანიფესტის შესაბამისად, ვგულისხმობ, რომ ვისთვისაც მნიშვნელოვანია ივანიშვილის დამარცხება, პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება და ის, რომ სამშვიდობის გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა, მივიღოთ ევროკავშირის წევრობის სტატუსი, ამ იდეალებზე, 2003 წლის ვარდების რევოლუციის იდეალებს ვინც იზიარებს იმ დამიანებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს კარი არის ღია. მინდა, წარმოგიდგინოთ ადამიანები, რომლებიც დაემატებიან პოლიტსაბჭოს.

ბევრი ვიმუშავეთ ერთმანეთთან და მათ შორის პოლიტიკური საბჭოს წევრები, რომლებიც ირიცხებოდნენ წინა პოლიტიკურ საბჭოში და ამ პოლიტსაბჭოს არ წარმოადგენდნენ, დღეიდან ეს ადამიანები იქნებიან პოლიტიკური საბჭოს წევრები და ცხარე დისკუსია გაგღძელდება „ნაციონალურ მოძრაობაში“. ასევე არიან ახალი ადამიანები, რომლებიც პირველად შემოდგამენ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ოჯახში ფეხს.  ესენი არიან – ეკა წამალაშვილი, გია ჭანტურია, ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, გიგი კუბლაშვილი, სევდია უგრეხელიძე, ნიკა ჭუაძე, მაია ჯავახიშვილი, მერაბ ჯანელიძე, ალექსანდრე კრევო ასათიანი, ნატალია მჭედლიშვილი, ბესო ქათამაძე, მამუკა ყურაშვილი, იგორ ნარმანია, ალიკა კუპრავა, ლევან ფერაძე, ბაკურ მგელაძე, თემურ ცამციშვილი, ნიკა ობოლოაძე, ირაკლი გიორგობიანი.  20 ადმაიანი დაემატება ნაციონალური  მოძრაობის პოლიტსაბჭოს დღეს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები