სანქცირებული ოლიგარქი იგორ კოლომოისკი სტრასბურგში ჩივილს აპირებს

უკრაინელი ოლიგარქი, სანქცირებული იგორ კოლომოისკი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ჩივილს აპირებს. ბიზნესმენი სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის თანახმადაც, მას პატიმრობის ვადა 2 თვით გაუხანგრძლივდა.

,,გადავწყვიტეთ, მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნული სასამართლოები აგრძელებენ იგორ ვალერიევიჩის პატიმრობას ყოველგვარი გამართლებული სამართლებრივი მიზნის გარეშე, ადამიანის უფლებათა კონვენციის მოთხოვნების სრული დარღვევით.

ასევე გვჯერა, რომ “ფანტასტიკური” სისხლის სამართლის პროცესი ფარული პოლიტიკური მოტივებით არის განპირობებული. პირველი ფარული მოტივი აიხსნება საზოგადოების წინაშე “დეოლიგარქიზაციის” ხელსაყრელი და დაპირებული სურათის შექმნით. მეორე ფარული მოტივი არის, რომ იგორ კოლომოისკის წაერთვას ნაციონალიზებული ქონების დაბრუნების იურიდიულ სტრატეგიაზე მუშაობის შესაძლებლობა”, – აცხადებს ადვოკატი.

მსგავსი თემები