ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ვეტ-კლინიკებთან და ორგანიზაცია მეიჰიუ Georgia-სთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
,,თანამშრომლობა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების გარდა, კომპლექსურ ქმედით და საინფორმაციო ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს და რაც მთავარია, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მიუსაფარი ცხოველების ცხოვრების ხარისხს.
ვეტერინარულ კლინიკებთან ურთიერთანამშრომლობა ითვალისწინებს: სტერილიზაცია/კასტრაციის ოპერაციების ერთობლივად ჩატარებას და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას; საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებლობის ფარგლებში ტრავმირებულ ცხოველებთან დაკავშირებით დახმარებას, მათთვის პირველადი, გადაუდებელი მომსახურების გაწევას; ტრავმირებული ცხოველებისათვის ექოსკოპიისა და რენტგენოგრაფიული კვლევის ჩატარებას; ასევე, თერაპიული მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას.
ხოლო მეიჰიუ Georgia -სთან ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, ორგანიზაცია მიუსაფარი ძაღლების უფასო სტერილიზაცია/კასტრაციას განახორციელებს.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის მეიჰიუ ჯორჯიას და ვეტერინარულ-კლინიკებს: ,,ვეტექსი“, ,,ბუნება“, ,,ვეტ ჰაუსი“, ,,ლაქი ფოუ“ – მიუსაფარი ცხოველების კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელებისთვის,”- ნათქვამია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.