ნაძალადევში დაჭრილი ერთ-ერთი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ნაძალადევის რაიონში, ზესტაფონის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევისას დაჭრილი ერთ-ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კიდევ ორი დაჭრილის მდგომარეობა, უცნობია. სამივე მათგანს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

ცნობისთვის, გუშინ, 19 მაისს, თბილისში, ნაძალადევის რაიონში, 3 ადამიანი დაჭრეს. შემთხვევას წინ კონფლიქტი უძღოდა. თუმცა, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი ან ვინ იყვნენ თავდამსხმელები უცნობია.

,,როგორც ვიცი, იყვნენ დაჭრილები. ყვირილის ხმა იყო, ხალხი გამოვიდა, როცა მოვიდა პოლიცია და სასწრაფო”, – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. სამართალდამცავებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

მსგავსი თემები