„ჰამასმა“ 10 ისრაელელი და ოთხი ტაილანდელი მძევალი გაათავისუფლა

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავის თანახმად, „ჰამასმა“ 10 ისრაელელი და ოთხი ტაილანდელი მძევალი გაათავისუფლა.

მედიის ცნობით, მძევლებმა ღაზის სექტორი უკვე დატოვეს და ეგვიპტეში არიან, საიდანაც ისრაელში გადავლენ.

„ღაზადან ათი მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ, დღეს 30 პალესტინელი გათავისუფლდება. გარდა ამისა, შეთანხმების ფარგლებში, წითელ ჯვარს რუსეთის ორი და ტაილანდის ოთხი მოქალაქე გადაეცა“, – წერს კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მაჯედ ალ-ანსარი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები