ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 300-მდე გაიზარდა, დაშავდა 1800-ზე მეტი ადამიანი

ისრაელზე ,,ჰამასის” თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 300-მდე გაიზარდა. დაშავდა 1800-ზე მეტი ადამიანი.

არსებული ინფორმაციით, ,,ჰამასის” მებრძოლებმა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე და ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცი დაატყვევეს და ღაზას სექტორში გადაიყვანეს. მათი რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა 7 ოქტომბრის გამთენიას დაიწყო. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ,,ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია ,,ალ-აკსას შტორმი” უწოდა.

სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია ,,რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.

მსგავსი თემები