ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 250-მდე გაიზარდა

ისრაელზე, ჰამასის ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 250-მდე გაიზარდა. მოსალოდნელია მსხვერპლის რიცხვის კიდევ უფრო გაზრდა.

სულ მცირე დაჭრილია 1450 ადამიანი. ბევრი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ათობით მშვიდობიანი მოქალაქე, ისევე როგორც ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები გაიტაცეს და ღაზაში გადაიყვანეს. ეს ინფორმაცია თავდაცვამაც დაადასტურა, თუმცა მძევლების რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.

მსგავსი თემები