საქართველოში სამუშაო ვიზიტით ილჰამ ალიევი ჩამოვიდა

საქართველოში სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი, ჩამოვიდა. ალიევი საქართველოში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

,,თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი,
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – ზურაბ პატარიძე და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – ფაიგ გულიევი დახვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ”, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.

მსგავსი თემები