ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 500-ს გადააჭარბა

,,ჰამასის” თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა. მათ შორისაა ტერორისტებთან ბრძოლაში დაცემული ათობით ჯარისკაცი და პოლიციელი.

გარდა ამისა, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ საავადმყოფოებში მყოფმა დაჭრილთა რაოდენობამ 2 048-ს მიაღწია, მათ შორის მძიმე მდგომარეობაშია 330 ადამიანი.

ცნობისთვის, გუშინ, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ,,ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია ,,ალ-აკსას შტორმი” უწოდა.

სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია ,,რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.

მსგავსი თემები