ავღანეთში მიწისძვრის შედეგად 2 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად 2 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა რიცხვი კი 9000-ს აღემატება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ქვეყანაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრები ქალაქ ჰერატის ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 35 კმ-ში დაფიქსირდა. მათგან ერთ-ერთი  6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.

მსგავსი თემები