რუსთავში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

რუსთავში, მეგობრობის ქუჩის მიმდებარედ, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის  ბინაში კაცი გარდაცვლილი ნახეს. ინფორმაციას ,,ინფო რუსთავი” ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, კაცს ახლობლები ვერ უკავშირდებოდნენ და ბინაში შესვლის მიზნით სამაშველო სამსახური გამოიძახეს. ბინაში შესულ მაშველებს 40 წლამდე ასაკის კაცი გარდაცვლილი დახვდათ.

ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიცია. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი თემები