მეტროპოლიტენის 25 თანამშრომელი კოვიდინფიცირებულია

თბილისის მეტროპოლიტენში Сovid-19-ით ამ დროისთვის 25 თანამშრომელია ინფიცირებული, 50 კი ტესტის პასუხის მოლოდინის რეჟიმშია. მემანქანეები სამუშაო საათების შემცირებას ითხოვენ, რომ თანამშრომლებმა გრაფიკით იმუშაონ. მათი თქმით, მეტროში ვირუსის გავრცელების საფრთხე იმდენად დიდია, რომ შესაძლოა უახლოეს პერიოდში მეტროპოლიტინმა მუშაობა შეაჩეროს.

“20-დან 25 კაცამდე არის ინფიცირებული, 50 პასუხის მოლოდინშია და 30-მდე თვითიზოლაციაში იმყოფება. გამოსავალი ერთადერთია, უნდა მოხდეს მეტროპოლიტენის ნაწილობრივ შეზღუდვა საათობრივად. ვგულისხმობ დილის 07:00-დან -21:00 საათამდე მოძრაობის შენარჩუნებას, მემანქანეთა რაოდენობა რამდენიმე ჯგუფად უნდა დაიყოს, რათა მომავალში შევინარჩუნოთ მატარებლების მოძრაობა. შესაძლოა მთავრობამ არა, მაგრამ ვირუსმა მოახერხოს მეტროპოლიტენის შეფერხება. ბევრმა საკუთარი სახსრებით ჩაიტარა კვლევა და რომ აღმოჩნდა ინფიცირების შემთხვევები, კომპანიამ დაიწყო ტესტირება,” – ამბობენ მემანქანეები.

მსგავსი თემები