ისრაელის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის გადაწყვეტილებით, ისრაელის მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საგანგებო მდგომარეობა სამხედროებს საშუალებას აძლევს  შიდა ფრონტის სარდლობას შეუზღუდოს შეკრებები და დახუროს ტერიტორიები ცხელ წერტილთან ახლოს.

ცნობისთვის, ამ დრომდე, ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობა ღაზას სექტორიდან 80 კილომეტრის მანძილზე მოქმედებდა.

მსგავსი თემები