ბლინკენი მაჰმუდ აბასს მოუწოდებს, დაგმოს თავდასხმა ისრაელზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს მოუწოდებს, დაგმოს თავდასხმა ისრაელზე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბლინკენი მოუწოდებს ,,რეგიონის ხელმძღვანელობას დაგმოს” ჰამასის თავდასხმები ისრაელზე და ,,გააძლიეროს ნაბიჯები დასავლეთ სანაპიროზე სიმშვიდისა და სტაბილურობის აღსადგენად”.

რამალაში, 7 ოქტომბერს გამართულ საგანგებო თათბირზე მაჰმუდ აბასმა მითითებები გასცა პალესტინელი ხალხის დაცვის უზრუნველსაყოფად, ,,საოკუპაციო ძალებისგან“.

მსგავსი თემები