ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ქალს მანქანა დაეჯახა

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე მსუბუქი ავტომობილი ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.

,,საშინელება მოხდა. ქალი პირუტყვს სახლში მიერეკებოდა, რა დროსაც ეს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა”, – ამბობს თვითმხილველი.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა მიმალვა სცადა, თუმცა ის ამ დროისთვის დაკავებულია.

მსგავსი თემები