აშშ, ბაიდენის ბრძანებით, ისრაელს ,,დამატებით მხარდაჭერას” უცხადებს

თეთრი სახლი, ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ბრძანებით, ისრაელის მიმართ ,,დამატებით მხარდაჭერას” უცხადებს.

განცხადებაში მხარდაჭერის შესახებ დამატებითი დეტალები არ არის მითითებული. ნათქვამია მხოლოდ ის, რომ ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი გაეცნენ სიტუაციას და ,,დარჩებიან მჭიდრო კონტაქტში მათ ისრაელელ პარტნიორებთან”.

ცნობისთვის, ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, გუშინ ჰამასის ისრაელზე თავდასხმის პირველ დღეს ესაუბრა და მხარდაჭერა გამოუცხადა.

მსგავსი თემები