გორში, სამშენებლო მასალების საწყობში 200 კვ.მ ფართობი დაიწვა

გორში რკინიგზის სადგურის დასახლებაში ცეცხლი სამშენებლო მასალების საწყობში გაჩნდა. დამწვარია 200 კვ.მ ფართობი. არსებული ინფორმაციით, ზარალი ასობით ათასი ლარია.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები არიან მობილიზებული, მათ ცეცხლის ჩაქრობა მოახერხეს. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი თემები