ბოლო 24 საათში, თელ-ავივიდან თბილისში რამდენიმე რეისი ჩამოფრინდა

ისრაელში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ქვეყანას საქართველოს მოქალაქეები მასობრივად ტოვებენ და სამშობლოში ბრუნდებიან. ბოლო 24 საათის განმავლობაში, თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით რამდენიმე ავიარეისი განხორციელდა.

კიდევ ერთი სამგზავრო თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. ბორტზე საქართველოს 100-ზე მეტი მოქალაქე იმყოფებოდა.

მათი თქმით, ამ დროისთვის თელ-ავივში კიდევ ასეულობით ქართველი რჩება და უმრავლესობა სამშობლოში დასაბრუნებლად მომდევნო ავიარეისს ელოდება.

მსგავსი თემები