,,ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გავაძლიეროთ ჩვენი მეგობრობა, ჩვენი პარტნიორობა” – ალიევი

,,ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი მეგობრობა, ჩვენი პარტნიორობა”. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. ცოტა ხნის წინ მან და საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

,,ორივე ლიდერმა, ყველაფერი გავაკეთეთ და ვაკეთებთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი მეგობრობა, ჩვენი პარტნიორობა ერებს შორის. როგორც ბატონმა პრემიერმა ბრძანა, ეს შეხვედრები ძალიან ხშირია და ტრადიციულია უკვე და ემსახურება ჩვენი ქვეყნების დაახლოებას, მეგობრობის გაძლიერებას. საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ერები ძალიან კეთილმეზობლურად არსებობენ.

მადლობას გიხდით, ჩვენი ეროვნული ლიდერის, ბატონი ჰეიდარ ალიევის პატივისცემისთვის. მადლობას ვუხდი ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას. როგორც უკვე იქნა ნახსენები, წლების განმავლობაში ჩვენ აღვნიშნავთ ბატონი ჰეიდარის იუბილეს და საქართველოშიც აღინიშნება ეს ღონისძიება. ამ წლის განმავლობაში, გამოფენები და სხვა ღონისძიებები გაიმართება.

მე ვნახე ბატონი ჰეიდარის და ბატონი ედუარდის ფოტო. ამ ორ ლიდერს ჰქონდა ძალიან დიდი მეგობრობა საბჭოთა პერიოდში… მათ ჰქონდათ ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადებული იმისთვის, რომ ქვეყნები დაეახლოებინათ. ეს ორი ლიდერი გამორჩეული იყო საბჭოთა პერიოდში. მათ ჰქონდათ გამბედაობა, შესაძლებლობა და ძლიერი ბმა მათ მიწასთან, მათ ერებთან. ეს არის ბედისწერა. იმიტომ, რომ ერთდროულად იყვნენ ლიდერები, დამოუკიდებელი აზერბაიჯანის და დამოუკიდებელი საქართველოსი. ეს იყო გამოწვევებით აღსავსე, ბობოქარი პერიოდი. მათი ლიდერობა იყო გამორჩეული და დაეხმარა აზერბაიჯანსა და საქართველოს გაეძლიერებინათ მათი დამოუკიდებლობა”, – განაცხადა ალიევმა.

მსგავსი თემები