შეტაკების დროს, ისრაელის ნაჰალის ქვეითი ბრიგადის მეთაური დაიღუპა

ნაჰალის ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი იონატან სტეინბერგი, 7 ოქტომბრის დილას, ჰამასის ტერორისტებთან შეტაკების დროს კერემ შალომის რაიონში, ღაზას სექტორის საზღვართან დაიღუპა.

42 წლის სტეინბერგი, სამხრეთ ქალაქ შომრიიდან, შეტაკების ადგილისკენ მიდიოდა, რა დროსაც ერთ-ერთმა ტერორისტმა მოკლა.

ის არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის ისრაელელი ოფიცერი, რომელიც ბრძოლაში მოკლეს.

მსგავსი თემები