ისრაელში პოლიციის ქართველ-ებრაელი ოფიცერი, ისაკ ბუზუკაშვილი დაიღუპა

ისრაელში მიმდინარე შეტაკებებს ქართველი ებრაელი, პოლიციის ოფიცერი, ისაკ ბუზუკაშვილი ემსხვერპლა. ინფორმაცია ოფიციალურად ცოტა ხნის წინ დადასტურდა.

პარალელურად, ისრაელში ეთნიკურად ქართველ თამარ გოლდბერგს ეძებენ. როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, ის მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდა და არ არის გამორიცხული, რომ თავი, სხვა ადამიანების მსგავსად, ტყეს შეაფარა.

ამ დროის მონაცემებით, ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა.

მსგავსი თემები