სანთლები ერბოში

ტიბეტში, პოტალას სასახლეში, სადაც დალაი ლამა ცხოვრობს, ათასობით ადამიანი მიდის მოსალოცად. როგორც პოტალას სასახლეში, ისე დაჟაოს თუ სერას ტაძარში, თითქმის ყველგან შეხვდებით ამ უზარმაზარ თასს, რომელიც ერბოთია სავსე. ერბოში კი სანთლებია დანთებული.

ეს ფოტო დალაი ლამას სასახლეში გადავიღე. იქ მსგავს სანახაობას შევესწარი – მომლოცველები მიდიოდნენ ბუდას ქანდაკებასთან, ლოცულობდნენ, შემდეგ კი ჩანთიდან იღებდნენ ქილებს თუ პარკებს, სადაც ერბო ქონდათ გახვეული. კოვზით ან ხელით ერბოს მცირეოდენ ნაწილს იმ უზარმაზარ ერბოთი სავსე თასში ამატებდნენ, სადაც სანთლები იყო დანთებული.

მარტივი გასაგები რომ იყოს, როგორც ჩვენთან ტაძრებში ზეთს იყენებენ, ისეა აქ ერბო გამოყენებული. შესაბამისად, მთელს ტაძარში ერბოს სუნი დგას. ერბოს მოტანა და ტაძრის დიდ თასში ჩამატება კი შესაწირავს ნიშნავს.

ეკა გულუა ტიბეტიდან 

დალაი ლამას სასახლეში 3 000 კილოზე მეტი სუფთა ოქროა გამოყენებული – რეპორტაჟი ტიბეტიდან

მსგავსი თემები