რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 282 280 სამხედრო დაკარგა

​უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 8 ოქტომბრამდე, არსებულ ინფორმაციას მოიცავს.

უწყების ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში, თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 580 სამხედრო, 21 ჯავშანტექნიკა და 21 ტანკი.

რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები კი ასეთია:

ჯარისკაცი – დაახლოებით 282 280;

ტანკი – 4 821;

ჯავშანტექნიკა – 9 123;

საარტილერიო სისტემა – 6 705;

სარაკეტო სისტემა – 808;

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 542;

თვითმფრინავები – 316;

ვერტმფრენი – 316;

ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 5 190;

საკრუიზო რაკეტები – 1 530;

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 9 111;

გემი/ნავი/კატარღა – 20;

წყალქვეშა ნავი – 1;

​სპეციალური აღჭურვილობა – 959.

მსგავსი თემები