დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, მაღალმთიან ზონაში კი თოვლი

9 ოქტომბერს დღისით, 10 ოქტომბრის ღამის საათებამდე, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ზოგან ძლიერი წვიმა, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი, მაღალმთიან ზონაში კი თოვლი.

9 ოქტომბრიდან, 10 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი. ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმული ღელვა.

,,მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან და გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს,” – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

მსგავსი თემები