ისრაელში ეთნიკურად ქართველ თამარ გოლდბერგს ეძებენ

ისრაელში ეთნიკურად ქართველ თამარ გოლდბერგს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ის მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდა და არ არის გამორიცხული, რომ თავი, სხვა ადამიანების მსგავსად, ტყეს შეაფარა.

რაც შეეხება ბოლო ცნობებს კონფლიქტის ზონიდან, ამ დროისთვის ვითარება განსაკუთრებით დაძაბულია ღაზისა და აშკელონის მაგისტრალზე. ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში კი მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა. თუმცა, ისრაელის სამხედრო დანაყოფებს მთელ ტერიტორიაზე კონტროლი ჯერ არ აქვთ დამყარებული.

მსგავსი თემები