ისრაელის მიმართულებით ავიარეისები ამერიკულმა ავიაკომპანიებმაც გააუქმეს

CNN-ის ინფორმაციით, ამერიკული ავიაკომპანიები აუქმებენ ავიარეისებს ისრაელის საერთაშორისო აეროპორტებისკენ და გვერდს უვლიან მის  საჰაერო სივრცეს.

,,ჩვენი მგზავრებისა და ეკიპაჟების უსაფრთხოება ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას და საჭიროებისამებრ ვასწორებთ ფრენების განრიგს”,  – ნათქვამია United Airlines-ის განცხადებაში. 

FlightAware-ის ცნობით, გაუქმდა ნიუ-იორკის JFK-ს აეროპორტიდან ისრაელის ყველა მიმართულებით დანიშნული ფრენა. მთლიანობაში, თელ-ავივის მიმართულებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფრენების 14% გაუქმდა.

მსგავსი თემები