,,ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს მთელ რეგიონში არ გადაიზარდოს” – შოლცი

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა.

შოლცის თქმით, ისრაელის უსაფრთხოება გერმანიის პოლიტიკის ქვაკუთხედია და ამის უზრუნველსაყოფად ,,გერმანია შესაბამისად იმოქმედებს”. შოლცი ასევე გეგმავს, ესაუბროს ეგვიპტის, აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს.

,,აშკარაა, რომ ჩვენ მკაცრად ვგმობთ ჰამასის ქმედებებს, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს თავდასხმა გაუთვლელი შედეგებით მთელ რეგიონში არ გადაიზარდოს”, – ამბობს შოლცი.

მსგავსი თემები