,,ჰეზბოლამ” ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ცეცხლი გახსნა

,,ჰეზბოლამ” ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ცეცხლი გახსნა. მათ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა საჯაროდ აიღეს. სამიზნეს გოლანის მაღლობზე არსებული ისრაელის სამხედრო პოზიციები წარმოადგენდა.

საპასუხო ცეცხლი გახსნა ისრაელის თავდაცვის ძალებმაც. როგორც ისინი ამბობენ, მათ ლიბანის ტერიტორიას არტილერიით დაარტყეს. ისრაელის თავდაცვამ ასევე განმარტა, რომ საარტილერიო დარტყმები მას შემდეგ დაიწყეს, რაც ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელი დაიბომბა.

ისრაელის მთავრობა ჩრდილოეთის მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ბომბსაფარების მახლობლად დარჩნენ.

მსგავსი თემები