ქუთაისში, მანქანას გადაადგილების დროს ცეცხლი გაუჩნდა

ქუთაისში, მანქანას გადაადგილების დროს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

,,ქუთაისში, ქიაჩელის ქუჩაზე ავტომობილს გადაადგილების დროს ცეცხლი წაეკიდა. ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო, სასწრაფოსა და პოლიციის ბრიგადები. ამ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციით, საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის”, – წერს მოქალაქე ლევან ჭელიძე.

სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი თემები