რუსების მიერ გატაცებული ხერსონის მერი ამ დრომდე რუსების ტყვეობაში იმყოფება

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ხერსონის მერი, იგორ კოლიხაევი ტყვედ ოფიციალურად აღიარა. ამის შესახებ მისმა ვაჟმა უკრაინულ მედიას განუცხადა.

„წითელ ჯვარს დავუკავშირდი და მითხრეს, რომ რუსულმა მხარემ მამაჩემი იგორ კოლიხაევი ტყვეების სიაში შეიყვანა და რომ ის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფება. მისი ადგილმდებარეობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ დაუკონკრეტებიათ”, – აღნიშნა სვიატოსლავ კოლიხაევმა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსებმა ხერსონის მერი 2022 წლის 26 ივნისს გაიტაცეს და დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანეს. რუსებმა ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ კოლიხაევმა მათთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.

მსგავსი თემები