,,სამყარო უფრო ძლიერი უნდა იყოს, ვიდრე ნებისმიერი საფრთხე ტერორისტისგან” – ზელენსკი

უკრაინა თავდაცვის მრეწველობის ფორუმისთვის ემზადება, რომელიც ქვეყანაში ამ შემოდგომაზე ჩატარდება და მასში მონაწილეობას 21 ქვეყნიდან, 86 წამყვანი თავდაცვის მრეწველობის კომპანია მიიღებს.

,,ვემზადებით თავდაცვის მრეწველობის ფორუმისთვის, პირველი ასეთი ღონისძიება უკრაინაში ამ შემოდგომაზე გაიმართება. ფორუმის მიმართ ინტერესი ძალიან მაღალია. ეს სრულად ასახავს უკრაინის ძალასა და პოტენციალს, ჩვენს უნარს დავიცვათ თავი და დავეხმაროთ სხვა ქვეყნებს თავისუფლებისა და საერთაშორისო წესრიგის დაცვაში. ფორუმში მონაწილეობა უკვე 86-მა წამყვანმა თავდაცვითმა კომპანიამ, ანუ 21 ქვეყანამ დაადასტურა.

ჩვენი ამოცანა აბსოლუტურად აშკარაა – მივცეთ უკრაინას იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოების ყველა შესაძლებლობა, უზრუნველყოს თანამედროვე ტექნოლოგიები, რათა ჰქონდეს საიმედო დაცვა აგრესიის ნებისმიერი ფორმისგან. ამას გარდა, უკრაინის თავდაცვის გამოცდილების გაზიარება მოკავშირეების და პარტნიორებისთვის. სამყარო უფრო ძლიერი უნდა იყოს, ვიდრე ნებისმიერი საფრთხე სიცოცხლისთვის, ნებისმიერი აგრესორისა თუ ტერორისტისგან. დიდება უკრაინას!”, – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში.

მსგავსი თემები