გასულ ღამეს უკრაინის რეგიონებში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული

გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქი ხარკოვი დაბომბეს.

არსებული ინფორმაციით, ოკუპანტები S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემას იყენებდნენ და დაბომბვა ბელგოროდიდან განხორციელდა. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გასულ ღამეს უკრაინაში სარაკეტო საფრთხის გამო, საჰაერო განგაში 2 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა. განგაში თავდაპირველად 12 რეგიონში იყო გამოცხადებული, მოგვიანებით კი მთელ უკრაინაში.

,,დილის 6:52 საათისთვის უკრაინის ყველა რეგიონში საჰაერო განგაში გაუქმდა”, – წერს უკრაინული გამოცემა.

მსგავსი თემები