რუსეთმა უკრაინას ,,შაჰიდებითა” და ფრთოსანი რაკეტებით შეუტია

გასული ღამეს რუსეთმა უკრაინას საჰაერო ხომალდის ფრთოსანი რაკეტებითა და ,,შაჰიდის” ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია. როგორც უკრაინის საჰაერო ძალები ამბობენ, მათ 16-დან 12 სამიზნე ჩამოაგდეს.

დარტყმის ძირითადი მიმართულება ოდესის სამხრეთი ნაწილი იყო და რაკეტები სასოფლო-სამეურნეო საწარმოს ტერიტორიას მოხვდა. ნგრევის, მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

,,საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდა გამანადგურებელი ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო დანაყოფები, მობილური სახანძრო ჯგუფები და განადგურების სხვა საშუალებები. მტრის რაკეტები ოდესის ოლქში სამოქალაქო სასოფლო-სამეურნეო საწარმოს ტერიტორიაზე მოხვდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ შედეგების შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციები გაავრცელებენ”, – ნათქვამია საჰაერო ძალების განცხადებაში.

მსგავსი თემები