,,ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი უზარმაზარია” – ფინეთის პრეზიდენტი

ომი უკრაინაში დიდხანს გაგრძელდება და შესაძლებელია, მოვლენები მოულოდნელი გზით განვითარდეს, მათ შორის ბირთვული იარაღის გამოყენების თვალსაზრისით. ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ განაცხადა.

,,ჩვენ ძალიან მგრძნობიარე სიტუაციაში ვართ. წვრილმანმაც კი შეიძლება შეცვალოს სიტუაცია და, სამწუხაროდ, უარესობისკენ. ეს არის ფართომასშტაბიანი ომის რისკი. ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი უზარმაზარია”, – განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.

საული ნიინისტოს განმარტებით, მისი გაფრთხილება ნაწილობრივ პასუხია მათ მიმართ, ვინც უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და დრონების მიწოდებასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის პოლიტიკას აკრიტიკებს და ზედმეტად ფრთხილს უწოდებს.

მსგავსი თემები