კახეთში ნადირობისას კაცს შემთხვევით ტყვია მოხვდა და ადგილზე დაიღუპა

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში 33 წლის კაცი დაიღუპა. ლევან შიშნიაშვილი მეგობართან ერთად ფრინველზე სანადიროდ იმყოფებოდა, რა დროსაც მისსავე თანასოფლელს ტყვია გაუვარდა, რომელიც მას თავის არეში მოხვდა. ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ ერთი პირი დააკავა, ის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

შსს- ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 116- ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მსგავსი თემები